ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ოპერის თეატრში ამერიკელი ჯაზ-პიანისტის კონცერტი გაიმართება

29 აპრილი, 2014 • ნიუპრესი • 16

ქუთაისის ოპერის თეატრში ამერიკელი ჯაზ-პიანისტის კონცერტი გაიმართება

კონცერტს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც დაესწრება.

30 აპრილს ქუთაისის ოპერის თეატრში ჯაზ-პიანისტის, ჯასტინ კოფლინის კონცერტი გაიმართება. კონცერტი ამერიკის კულტურის ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა და ფესტივალის კულმინაციად ჩაითვლება. ფესტივალის, რომელიც ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობდა საქართველოს ქალაქებში.

კონცერტს ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც დაესწრება და თავად წარადგენს სხვადასხვა ჯილდოების ლაურეატ, უსინათლო მუსიკოსს ჯასტინ კოფლინს.

ამერიკის კულტურის ფესტივალის ფარგლებში ქუთაისში მოეწყო ამერიკული ფილმების ჩვენება, ფოტოგამოფენა და ალენ გინზბერგის პოეზიის საღამო.

ფესტივალის ორგანიზატორია ამერიკის საელჩო საქართველოში.

ჯაზ-კონცერტი 17 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

თეგები: ამერიკის კულტურის ფესტივალიკონკურსი / ანონსიქუთაისიჯაზ-კონცერტი