ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისათვის პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტი) შესაძენად ტენდერი გამოცხადდა, რომლის ღირებულებაც 12 000 ლარია. მიმწოდებელი ვალდებული აღნიშნულ თანხაში 6 ცალი კომპიუტერი შეიძინოს, ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ახალი (არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი) პლანშეტური კომპიუტერების (ტაბლეტი) მოწოდება საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების დადებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდებულ პლანშეტურ კომპიუტერებს უნდა გააჩნდეს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO სერტიფიკატი.
ქუთაისის მერია 12 000 ლარის პლანშეტურ კომპიუტერებს ყიდულობს
11 ოქტომბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1
თეგები: კონკურსი / ანონსი • პლანშეტი • ტენდერი • შესყიდვა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები