ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის ერთ–ერთი კითხვა პარლამენტის ადგილმდებარეობას ეხებოდა, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა 71% თვლის, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. 1%–პარლამენტის ადგილად არც თბილისი და არც ქუთაისი არ მიაჩნია, მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში უნდა დარჩეს, 8%–კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
