პარლამენტის წინ „რუსთავი 2“- სა და „თავისუფალი ზონის“ წევრების მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
„ეს აქცია დაგეგმა ბიძინამ, რადგან ხალხს აიძულებს ქუჩაში გამოვიდეს. არ გავჩერდებით და ფართომასშტაბიან აქციებს მოვაწყობთ, სანამ ამ ბიჭებს არ გაათავისუფლებენ. ისინი სიტყვის თავისუფლებისთვის დაიჭირეს“,- განაცხადა პარლამენტარმა გია თევდორაძემ.
აქციის მონაწილეებმა პლაკატები წარმოადგინეს, სადაც უმრავლესობის დეპუტატები და ბიძინა ივანიშვილი არიან გაშარჟებული.
პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს შენობასთან ახლოს არ უშვებენ.

