გაცვლითი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საფეხბურთო კლუბი „Babelsberg 03“-ის ახალგაზრდული ნაკრები ეწვია. კლუბს ქუთაისის მერიაში მასპინძლობა მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გაუწია.
ვიზიტის ფარგლებში ამხანაგური მატჩი “Babelsberg-03”-ისა და ქუთისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ე.წ 2000-იანებს შორის გაიმართება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ასევე მოეწყობა ექსკურსიები. კლუბი მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ მერიის თასზე.
„Babelsberg 03“-ის ვიზიტი “ბრანდერბურგ-საქართველოს საზოგადოები“-ს ორგანიზებით მოეწყო.