შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

15 ოქტომბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე • 34

ოპერის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ღონისძიებიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს გადაერიცხება.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ: ბადრი ადამია (ტენორი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), აკაკი იოსელიანი (ბას-ბარიტონი). კონცერზე დაუკრავს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი. საღამოს უდირიჟორებს რევაზ ჯავახიშვილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ირინე ლომინაძე.

კონცერტი 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე დაიწყება. შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გადაერიცხება.

ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.

თეგები: კონკურსი / ანონსიკულტურაოპერის თეატრიქუთაისის მერიაშშმ პირები