სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ემიგრანტები “რუსთავი 2” -თან დაკავშირებით სანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართავენ

22 ოქტომბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

ემიგრანტები  “რუსთავი 2” -თან დაკავშირებით  სანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართავენ

ათენში, საქართველოს საკონსულოს წინ “რუსთავი 2” -თან დაკავშირებით ემიგრანტები სანქცირებულ საპროტესტო აქციას გამართავენ. 25 ოქტომბერს კვირას ათენში, საქართველოს საკონსულოსთან რუსთავი 2 -თან დაკავშირებით ემიგრანტები სანქცირებულ საპროტესტო აქციას გეგმავენ, სადაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ და მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას.

მშვიდობიანი საპროტესტო აციის ორგანიზატორებმა განცხადება სოციალური ქსელებით უკვე გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,25 ოქტომბერს, 2 სთ-ზე საქართველოს საკონსულოს წინ, ერთად მივაწვდინოთ ხმა საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. მოგვცეს ემიგრანტებს საშუალება, ნუ შეგვიზღუდავს ხელოვნური ბარიერებით თავისუფალ სიტყვას. ჩვენ გჭირდება, ემიგრანტების – ხალხის ტელევიზია “რ უ ს თ ა ვ ი 2 !

შეკრების ადგილი: Παλαιό Ψυχικό,Ταϋγέτου 127 ( პალიო ფსიხიკო, ტაიგეტიუ 127) საქართველოს საკონსულოს წინ მიმდებარე ტერიტორია.

ავტობუსები: 550 პალიო ფალირო A7 პოლიტეხნიუ, ქ სტურნარი X14 სინდაგმა.”

თეგები: Chat Newsემიგრანტებირუსთავი 2