სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ბენზოგასამართი სადგურების მშენებლობაზე შეზღუდვა დაწესდა

26 ოქტომბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ბენზოგასამართი სადგურების მშენებლობაზე შეზღუდვა დაწესდა

ქუთაისის მერიის ინიციატივითა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქალაქის დასახლებულ პუნქტებში ბენზო და გაზგასამართი სადგურების და მათი მომსახურე ნაგებობების მშენებლობაზე შეზღუდვა დაწესდა.

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით, აკრძალვა უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო ხდება. დაინტერესებულ მხარეს სადგურების მშენებლობისათვის რიგი პირობების დაცვა მოუწევს.

მშენებლობა არაერთხელ გამხდარა მოსახლეობის და ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილების მიზეზი. აღნიშნული საკითხი პერიოდულად შუქდებოდა “ნიუპრესზე”.

თეგები: აკრძალვაბენზინოგასამართი სადგური