ქუთაისში ევროკავშირის კულტურის კვირეულის ფარგლებში კონცერტი 3 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობა 31 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით კონცერტებს ქვეყნის 7 ქალაქში გამართავს. კვირეულის ფარგლებში 30-ზე მეტი ხელოვანი 20 ღონისძიებას გამართავს. ხელოვნების დარგების მეშვეობით, როგორიცაა: მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, ლიტერატურა და თეატრი, ევროკავშირის კულტურის კვირეული საზოგადოებას ევროპული კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას გააცნობს. კვირეული 31 ოქტომბერს თბილისში გაიხსნება, ორი დღით თელავში გადაინაცვლებს, 3 ნოემბერს კი ქუთაისში ლატვიური გიტარისტების კვარტეტი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაუკრავს. კვირეულის დღეეები ასევე გაიმართება სიღნაღში, ფოთში, ახალქალაქსა და რუსთავში. ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
ქუთაისში ბალტიური გიტარის კვარტეტი დაუკრავს
29 ოქტომბერი, 2015 • ნიუპრესი • 1
თეგები: ევროკავშირი • თავდაცვა • კვირეული • კულტურა • მუსიკა
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები