სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისელი მოსწავლეების წარმატება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე

5 ნოემბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე • 1

ქუთაისელი მოსწავლეების წარმატება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე

კონკურსში „ვარსკვლავები ტენერიფე“, რომელიც კანარის კუნძულებზე 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, წარმატება მოიპოვეს ქუთაისელმა მოსწავლეებმა.

ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის მოსწავლე, ვიტალი კენჭაძემ I პრემია € 20.000 – სტოკჰოლმში სწავლის უფლებით მოიპოვა.

წარმატება მოიპოვა კიდევ სამმა ქუთაისელმა მოსწავლემ: მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლემ, ნანა გორგოძემ (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) – I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო პრიზისა და ვარსკვლავის მფლობელი ლიზი ბასილაძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) – I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული ლილე ესმნაძე (პედ. ლედა კანკავა) – II პრემია და შვედეთის მეფესთან კონცერტი, ნობელის პრემიის დარბაზში;
ფესტივალის საუკეთესო აკომპანიატორად ზ. ფალიაშვილის სახელობს N2 სამუსიკო სკოლის პედაგოგი ნანა დოღონაძე დასახელდა.

ფესტივალში- „ვარსკვლავები ტენერიფე“-ზე 224 კონკურსანტი მონაწილეობდა. ქუთაისიდან 4 მოსწავლის გამგზავრება ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, გათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, აგრეთვე ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით მოხდა.

თეგები: კულტურამუსიკა