შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“რუსთავი 2”-ს ახალი მმართველები ყავს

6 ნოემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 29

“რუსთავი 2”-ს ახალი მმართველები ყავს

მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუჩერდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების შესახებ. ამ განჩინების მიხედვით ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუჩერდა.

როგორც “კურიერის” სპეციალური გამოშვება იუწყება, არხის დროებით მმართველებად რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ. განჩინებაში ასევე ნათქვამია, რომ მმართველები უნდა იყვნენ ნეიტრალურები, მაგრამ რამდენად შეინარჩუნებენ ისინი ნეიტრალურობას ეს საკითხი სადაოა – ასეთია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის აზრი.

თეგები: რუსთავი 2