სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“სასამართლოსთვის დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით არ მიგვიმართავს”

6 ნოემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 1

“სასამართლოსთვის  დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით არ მიგვიმართავს”

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატის პაატა სალიას გაცხადებით, საქალაქო სასამართლოს გუშინდელი განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არანაირი დარღვევა არ მომხდარა და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.
სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დროებითი მმართველების დანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე.
“კერძოდ კი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან. დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის. ეს არ არის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, აშკარა მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”, -განაცხადა სალიამ.

თეგები: რუსთავი 2