ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ანდრო ბარნოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

12 ნოემბერი, 2015 • მარუსა ხურციძე • 1

ანდრო ბარნოვმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვა

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თავმჯდომარემ, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა ანდრო ბარნოვმა პარტია დატოვა.

მისი განცხადებით, ის აფუძნებს ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას და ამ რანგში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას. „საჭიროა საზოგადოებასთან პირისპირ მუშაობა, საჭიროა პირუთვნელი საზოგადოებრივი მოღვაწეობა – ყოველგვარი პარტიული ინტერესისა და პარტიული მიზნების გარეშე”,- განაცხადა ანდრო ბარნოვმა.

ბარნოვი წერილში საუბრობს მიმართულებებზე და მის წვლილზე წარმატების მიღწევაში: “მთელი ჩემი დრო და ენერგია, მიმართული იყო იქით, რომ გაძლიერებულიყო სამოქალაქო საზოგადოება, გაძლიერებულიყო სახელმწიფო, საქართველოში გაძლიერებულიყო დასავლური კულტურა და ამოძირკვულიყო რუსეთის დამღუპველი გავლენა ჩვენს საზოგადოებაზე.“

ბარნოვი ნაც.მოძრაობაში 2013 წლის 12 იანვარს მივიდა და ამ ნაბიჯს მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე სწორი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯად მიიჩნევს.

უახლოეს მომავალში კი ანდრო ბარნოვი საზოგადოებას დეტალებსაც გააცნობს

თეგები: ანდრო ბარნოვინაციონალური მოძრაობა