ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მესხიშვილის თეატრში უკრაინელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

14 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 18

ქუთაისში მესხიშვილის თეატრში უკრაინელი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

პროექტში მონაწილეობას იღებენ უკრაინელი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატულ თეატრში ხვალ გაიმართება უკრაინელი მომღერლების კონცერტი „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“. კონცერტს წარმოადგენენ მომღერლები ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქიდან – დონეცკიდან.

2005 წელს კიევში, საფუძველი ჩაეყარა უკრაინის ახალგაზრდა შემსრულებლების მხარდამჭერ პროგრამას „ხელოვნება საზღვრებს გარეშე“.პროგრამის მიზანია – უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და წარჩინებული ახალგაზრდების, რომლებიც მუშაობენ ხელოვნების სფეროში – მხარდაჭერა.

პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სერგეი პროკოფიევის, მიროსლავ სკორიკის, ალექსანდრე ნეკრასოვის, ბორის მიხეევის, ალექსანდრე ბილაშის და სხვათა ინსტრუმენტალური და ვოკალური ნაწარმოებები , უკრაინული ხალხური სიმღერები და ასევე ქორეოგრაფიული კომპოზიციები. პროექტში მონაწილეობას იღებენ უკრაინელი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები.

კონცერტის დასაწყისი 18:30 საათზე.

თეგები: კლასიკაკონკურსი / ანონსიკონცერტიუკრაინა