შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დასაქმებულ ადამიანთა 7.5% სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს

23 ნოემბერი, 2015 • ხატია ბანძელაძე • 44

ქუთაისში დასაქმებულ ადამიანთა 7.5% სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს

ვაჭრობაში დასაქმებულია 8,7%, ჯანდაცვაში – 9,2%, მომსახურეობის სფეროში კი მხოლოდ 4,4%.

ქუთაისში დასაქმებულ ადამიანთა 7.5% სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ქალაქისთვის, რომლის ბიუჯეტის შემოსავლების ძირითად ნაწილს გრანტები შეადგენენ. ამის შესახებ მერიის ვებ გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია ნათქვამი.
იმავე დოკუმენტის მიხედვით, განათლებასა და სპორტში დასაქმებულთა პროცენტული მაჩვენებელია 17,8. სამრეწველო სექტორში კი დასაქმებულთა 11.1% მუშაობს. ვაჭრობაში დასაქმებულია 8,7%, ჯანდაცვაში – 9,2%, მომსახურეობის სფეროში კი მხოლოდ 4,4%.

თეგები: დასაქმება