სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია იწყება

24 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია იწყება

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ქუთაისიც უერთდება. ფონდ “სოხუმის” ორგანიზებით, 6 ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

“სახლში მშვიდობიდან–მსოფლიოში მშვიდობამდე”,- ეს არის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება ჩატარებულა. კამპანია წელს 16 დღის განმავლობაში ჩატარდება და არაერთ ორგანიზაციას მოიცავს.

ღონისძიება ხვალ 14:00 სთ–ზე მერიის გვერდით შრომის მემორიალთან გაიმართება.

თეგები: აქციაკამპანიაკონკურსი / ანონსი