ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება

27 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება

2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტს, რომელზე მუშაობაც სრულდება, პარლამენტს წარუდგენენ.

მინისტრის ინფორმაციით, 2012 წელთან შედარებით ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიარდით არის გზრდილი. ამჯერადაც აქცენტის სოციალურ ხარჯებზე, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამაზე კეთდება.

გაზრდილია ჯანდაცვის ბიუჯეტი და ის 3 მილიარდს აჭარბებს, იზრდება საპენსიო ფონდი და 2016 წლის ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება.

ამასთან ერთად გაზრდილია დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი და 2016 წელს ის 85 მილიონი იქნება.

თეგები: ბიუჯეტიზრდა