ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ფეხსაცმლის მაღაზია ,,ფლო“ გაიხსნა

29 ნოემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში ფეხსაცმლის მაღაზია ,,ფლო“ გაიხსნა

ქუთაისში მორიგი ბრენდული მაღაზია გაიხსნა, ის ,,კინო საქართველო”-ს ყოფილ შენობაში განთავსდა. ფეხსაცმლის მაღაზია ,,ფლო” დღეს მფლობელებთან ერთად ქუთაისის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა გახსნა.
მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც სპორტული, ისე კლასიკური ხაზი.
მაღაზიაში ,,ფლოს’’ მიერ შეკერილი ფეხსაცმლის გარდა, ,,ადიდასის’’, ,,პუმას’’ ,,ნაიკის’’, ,,დოკერსის’’, ლამბერ ჯეკის’’ და ”პოლარისის” კოლექციებიც გაიყიდება.
,,კინო საქართველო”-ს ყოფილ შენობაში ეს უკვე მეორე ბრენდული მაღაზიაა. მომავალ წელს კი 6 დარბაზიანი კინოთეატრის გახსნა იგეგმება.

თეგები: გახსნაინფორმაციამაღაზია