ქუთაისში, ნიკეასა და ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე მიკროავტობუსი ავტომობილს დაეჯახა. მიკროავტობუსისა და ავტომობილის მგზავრები ამ ეტაპზე საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, მსხვერპლი არ არის.
მგზავრებს შორის იყვნენ არასრულწლოვნები. მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სახლში გაუშვეს. საქმე აღძრულია 216-ე მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება.