ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 2015 წელს 6,9%-ით მოიმატა

2 დეკემბერი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 2015 წელს  6,9%-ით მოიმატა

შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2015 წლის ნოემბრის თვე 436 234 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია.

აქედან ტურისტია – 144 109 ვიზიტის შემთხვევაში, 93 716 ვიზიტი არის ტრანზიტი, ხოლო სხვა დანარჩენს წარმოადგენს 198 409 ვიზიტი.
2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-1%), თურქეთიდან (+2,2%), აზერბაიჯანიდან (+22%), რუსეთიდან (+7%) და უკრაინიდან (-2%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 17%, 14%, 11%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (30%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსი (52%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (39%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 74,8% და საუდის არაბეთი – 79%-იანი მატებით.
სტატისტიკის მიხედვით, დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების ვიზიტის 10%-იანი ზრდა.

რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში უკვე 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.

თეგები: ვიზიტორიშედეგებია