შაბათი, 5 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“არ მცივა, ფულს ვიშოვი და მალე წავალ” (ფოტო)

4 დეკემბერი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 29

“არ მცივა, ფულს ვიშოვი და მალე წავალ” (ფოტო)

13 წლის გოგიტა დეკემბრის ამ ცივ დღეებში ნახევრად შიშველი წევს და დახმარებს ითხოვს.

ქუჩაში მომუშავე ადამიანებისთვის ყველა დღე ერთნაირია. ქუთაისში, რამდენიმე ადგილზე სიცივეში, ქარში და ყინვაში დგანან და დახმარებას ითხოვენ. 13 წლის გოგიტა ძმასთან ერთად მუშაობს. ის დეკემბრის ამ ცივ დღეებში ნახევრად შიშველი ქუჩაში წევს და დახმარებს ითხოვს. როგორც გოგიტამ “ნიუპრესს” განუცხადა, მისთვის მთავარია პურის ფული იშოვოს და სიცივეს არაფრად აგდებს. “არ მცივა, არა… ასე უფრო ბევრ ფულს ვიშოვი და სახლშიც მალე წავალ”,-აღნიშნა გოგიტამ.

თეგები: ქუჩაში მომუშავე ბავშვები