Website is under construction
სიახლეები

“ჰიპო მარკეტი” ქუთაისში

18 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 1
“ჰიპო მარკეტი” ქუთაისში

21 ივნისს, კვირას, 10 საათიდან -18 საათამდე მონპლაზირის ტერიტორიაზე (1 სკოლის წინ, თოჯინების თეატრის ტერიტორია) თბილსში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ქუთაისში მოეწყობა”ჰიპო მარკეტი “, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია გასაყიდად გამოიტანილი ნივთები შეიძინოს. წარმოდგენილი იქნება:

☜ ხელთნაკეთი ნივთები

☜ ნახატები

☜ face- არტი

☜ მინანქარი

☜ ქვილინგი

☜ თიხის ნაწარმი

☜ ფოტოები

☜ გამაგრელებელი სასმელები

☜ საკვები პროდუქტი (ბურგერები, ტოსტერები, პიცა და ა.შ)

☜ ტანსაცმელი

გაყიდვიდან შემოსული თანხა, მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა ფონდში და ზოოპარკის დასახმარებლად. გთხოვთ გააეცნოთ ამ ინფორმაციას და გაავრცელოთ ყველგან. თითოეული თეთრიც კი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების და ზოოპარკის დასახმარებლად. ამ ღონისძიების ორგანზატორი ყველანი ვართ. ეს არის Facebook-ზე ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/events/1489286181332118/ შემოუერთდით და სთხოვეთ თქვენს ნაცნობ-მეგობრებსაც.

თეგები: , , ,


ასევე წაიკითხეთ: