თბილისი – ზუგდიდის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. შემთხვევა ხარაგაულიდ მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისღან მოხდა.
ფაქტის ამსახველ ინფორმაციას და ვიდეოს Facebook-ის მომხმარებლები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მატარებელს ვაგონი მოსწყდა და მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის ადგილზე უკვე მობილიზებული არიან მაშველები.