Website is under construction
სიახლეები

ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

9 მაისი, 2021 • ნიუპრესი • 1
ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე კვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

მამაკაცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი.

ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა.


ასევე წაიკითხეთ: