ოლიმპიური ცეცხლი იმერეთშია.
საჩხერეში ოლიმპიური ცეცხლი ზუსტად 19.00 საათზე შემოვიდა. იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, რევაზ რობაქიძის თქმით, საჩხერეში დადეგმილი საზეიმო ღონისძებები ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე აღარ ჩატარდა: „საზეიმო ღონისძიებები არ ჩატარდა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. იყო მხოლოდ ცეცხლის დანთების ცერემონიალი. საჩხერლები ოლიმპიურ ცეცხლს შავი ლენტებით დახვდნენ და ასე გამოხატენ თავიანთი ემოცია“, – განაცხადა რეზო რობაქიძემ.
ოლიმპიური ცეცხლი ქუთაისში 23 ივნისს შემოვა. ცეცხლი მხარის ყველა რაიონს შემოივლის.