ვეფხვი, რომელმაც „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ადამიანი იმსხვერპლა, ლიკვიდირებულია. ის ტერიტორიიდან გაიტანეს, რის ამსახველ ვიდეოსაც თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი მოქალაქეებს თავს ცოტა ხნის წინ დაესხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. მობილიზებული იყო სპეცრაზმიც. ისინი ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე ცხოველის დაჭერას ცდილობდნენ.
ალბინოსი ვეფხვი ტერიტორიაზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც 7-8 ადამიანი ადგილის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა.