ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე “რუსთავის სამშობიარო სახლის“ თანამშრომლები დააკავეს. დაკავებულია სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და „ახალი სამშობიარო ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მზია უგრეხელიძე. ასევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მონაწილე 6 ადამიანი. ბრალდებულები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას სთავაზობდნენ. გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი, რა დროსაც ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში 5 000 დოლარი. გამოძიება გრძელდება.