უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ ქუთაისში. ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩაზე 3 წლის ბავშვი ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვი მიწაზე დავარდნის შემდეგ ცოცხალი იყო. ის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა პატარა გზაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.