ADB-იმ თიბისის, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა
აზრიის განვითარების ბანკმა - ADB, თიბისის, მსოფლიოში წლის საუკეთესო ტრანზაქციისთვის, ჯილდო გადასცა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისი პირველი ქართული ბანკია, რომელმაც დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში გაიმარჯვა.
აღნიშნული ჯილდო თიბისიმ საერთაშორისო ვაჭრობის თანმხლები რისკების ეფექტურად შემცირებისთვის და Covid 19-თან დაკავშირებული, წარმატებით განხორციელებული ტრანზაქციისთვის მოიპოვა.
„ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ თიბისის განხორციელებული ტრანზაქციებიდან, მსოფლიოში საუკეთესოდ სწორედ Covid 19-თან დაკავშირებული დასახელდა. ეს სრულიად ახალი სტატუსია თიბისითვის და არსებულ რეალობაში ყველაზე საამაყოც. ჯილდოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის დამადასტურებელი ბანკების კატეგორიაში გამარჯვება. გასულ წლებში, აღნიშნულ კატეგორიაში საუკეთესო ტრანზაქციის ჯილდოს მფლობელები ისეთი საერთაშორისო ბანკები ხდებოდნენ, როგორებიცაა: Standard Chartered Bank, Citibank და სხვები. გამოწვევბითა და სირთულეებით სავსე პერიოდში, თიბისიმ მოახერხა კოორდინირებულად და ეფექტურად ემუშავა ადგილობრივ თუ საერთაშრისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი გარიგებებისა თუ ტრანზაქციების განხორციელება არ შეფერხებულიყო. ასეთი დროული რეაგირება და მხარდაჭერა ზუსტად გამოხატავს თიბისის მისიას - გაუმარტივოს პარნტიორებს ცხოვრება და ბიზნესპროცესები. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ვაჭრობის დაფინანსების სფეროში, თიბისი ლიდერი ბანკია, რომელიც ყველაზე მსხვილი კაპიტალის მოცულობით, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას უზრუნველყოფს“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დაჯილდოების ფარგლებში, თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან მეორე ჯილდოც მოიპოვა და ტრანზაქციების რაოდენობის დამსახურებით, საქართველოში ADB-ის წამყვან პარტნიორ ბანკად ზედიზედ უკვე მეშვიდედ დასახელდა. თიბისიმ 2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა.
ADB-ის ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა (TSCFP), საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონის მდგრადი განვითარების მიზნით, პარტნიორ ბანკებზე გარანტიებსა და სესხებს გასცემს. 2009 წლიდან დღემდე, პროგრამამ ჯამურად 47.5 მილიარდი დოლარის ღირებულების 33093 ტრანზაქცია განახორციელა.
ავტორი: ნიუპრესი