|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში დაინიცირებული ცვლილებები ასუსტებს საკრებულოს როლს"

ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში დაინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვნად ასუსტებს საკრებულოს როლს, ხელს უშლის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და მორგებულია მხოლოდ მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” ინტერესებზე. -  ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აცხადებს. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

ცვლილებების პროექტი  “ადგილობრივი თვითმმართველობის” კოდექსში ითვალისწინებს,  თუ საკრებულო საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ვერ დაამტკიცებს ადგილობრივ ბიუჯეტს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკრებულოს და არა მერს.   მოქმედი კოდექსით კი, მსგავს შემთხვევაში უფლებამოსილება უწყდებათ როგორც საკრებულოს, ასევე მერს.

"მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცება, რომელიც თვითმმართველობის დონეზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, საკრებულოსა და მერის საერთო შეთანხმების საგანს წარმოადგენს. შესაბამისად მის დამტკიცებაზე ორივე მხარეა პასუხისმგებელი.

ახალი ინიციატივა პასუხისმგებლობას არიდებს მერს, საკრებულოს მხრიდან ბიუჯეტის პროექტზე განსხვავებული პოზიციის გამოხატვას აფერხებს, განსაკუთრებით კი იმ საკრებულოებში, სადაც მყარი უმრავლესობა არცერთ პარტიას არ აქვს. დღეის მდგომარეობით ასეთი ვითარება სამ მუნიციპალიტეტშია - რუსთავის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში მერის პოზიციას „ქართული ოცნების” წარმომადგენელი იკავებს, საკრებულოებში კი ოპოზიციური პარტიების კოალიციური უმრავლესობაა შექმნილი.

სავარაუდოა, რომ “თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილების შეტანის რეალური მიზანიც სწორედ ის იყოს, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობამ ხელოვნურად, მოქმედი მერების სასარგებლოდ გადაწყვიტოს ის შესაძლო უთანხმოება, რომელიც ამ მუნიციპალიტეტებში მოახლოებული ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში „ქართული ოცნების” წარმომადგენელ მერებსა და ოპოზიციურ საკრებულოებს შორის შეიძლება წარმოიშვას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც მერს საკრებულოს მიმართ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა