ადიდებულმა ხეშკურამ ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო
გადაუღებელი წვიმების შედეგად, დღეს ჩოლურ-ლაშხეთის საზღვარზე მდინარე ხეშკურა ადიდდა, მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ჭველფი-ლუჯის დამაკავშირებელი ხიდის ორივე ბურჯთან მისასვლელი გზა წაიღო, რის გამოც აღნიშნულ ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია. ინფორმაციას ლენტეხის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პრობლემების მოსაგვარებლად, ადგილზე იმყოფებიან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილები - გიორგი მაქარაშვილი და ლაშა ჭიჭინაძე.
მობილიზებულია საჭირო ტექნიკა და ამ წუთებში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაწმენდა და გზის აღდგენითი სამუშაოები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

21:51
11:34
15:17
15:16
14:26
















