ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე ჯარიმა შესაძლოა 4000 ლარამდე გაიზარდოს
ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე ჯარიმა შესაძლოა, 2000 ლარიდან 4000 ლარამდე გაიზარდოს.
საკითხი პარლამენტში საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილეს.
ჯგუფის ხელმძღვანელის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით, ასევე შეთანხმდნენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ ერთ საკითხზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ დაინიშნოს პირი, რომელიც ბოლო ორი საერთო არჩევნების დროს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის წარმომადგენელი იყო.
დეპუტატის თქმით, იმსჯელეს ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადის შესახებაც, რაზეც პოზიციები გაიყო.
ავტორი: ნიუპრესი