აფხაზეთიდან გადმოყვანილ ფეხმძიმე ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
აფხაზეთიდან “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში გადმოყვანილ ორსულ ქალბატონს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
43 წლის ქალბატონი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანა.
ქალბატონი დაახლოებით 33-34 კვირის ორსულია. სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანის მომენტში მას მაღალი არტერიული წნევა და სისუსტე აღენიშნებოდა.
“მოხდა წნევის დასტაბილურება. ჩატარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები და ქალი მოთავსდა ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის მიზნით. მიმდინარეობს დინამიური მეთვალყურეობა ორსულსა და ნაყოფზე. გაურკვეველი ეპიდანამნეზის გამო, პაციენტს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და შედეგი უარყოფითია,”-აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი მამუკა მიქაძე.
ამ დროისთვის “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:34
16:48
17:26
21:51
















