|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა.  ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ამას წინ უძღვოდა 1992 წლის 23 ივლისს ვლადისლავ არძინბას ხელისუფლების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა გამოცხადება, რითაც აფხაზეთის ტერიტორიაზე  საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა.

 ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვე გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.

კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი, რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.

ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. 

 30 წლის შემდეგაც ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშეა. 

 

ავტორი: ნიუპრესი