|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტის გაფართოება იწყება

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკშვილის განცხადებით, დაგეგმილია, რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი გაფართოვდეს, რომლის შედეგადაც აეროპორტს საშუალეაბ ექნება ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს.

“მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტროში ტერმინალის გაფართოების პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს – 6 რეისს მოემსახუროს ერთდროულად. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ. ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოესმახუროს. 92%-ი არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან.ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ არის ვიზალიბერალიზაციის შედეგი და მეორე მხრივ არის ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

ნეტგაზეთი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა