|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აგვისტოს ომის დაწყებიდან 17 წელი გავიდა

17 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომელმაც ასობით პირი იმსხვერპლა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. 

რუსულ აგრესიას საქართველოში 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ხუთდღიანი ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.  იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირისა და ცივილიზებული სამყაროს სხვა ქვეყნები. 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა