„აირჩიე პროფესია სკოლაში“ - ქუთაისის სკოლებში ახალი პროექტი იწყება
აირჩიე პროფესია სკოლაში“ - ასე ქვია პროექტს, რომელიც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით საჯარო სკოლებში წელს დაიწყება.
პროექტი განათლების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს VIII, IX და X კლასელი მოსწავლეებისთვის დასაქმების კომპეტენციების გაძლიერებას, არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის გზით.
აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად მოიცავს ქუთაისის ყველა საჯარო სკოლას.
წელს პროექტში ჩაერთვება 6 მაღალკონტინგენტიანი სკოლა : 1-ლი, მე-2, მე-3, მე-17, 30-ე და 41-ე საჯარო სკოლები.
თითოეულ სკოლაში ჩამოყალიბდება მინიმუმ 30 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც, კვირაში ერთხელ, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, ჩაუტარდებათ შეხვედრები განსაზღვრულ თემებზე: საკუთარი თავის შეცნობა, რბილი უნარების გაძლიერება, ფინანსური წიგნიერება, ზრდაზე ორიენტირებული აზროვნება, პროფესიული ურთიერთობების დამყარება, შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა, მოთხოვნადი პროფესიები, სამუშაოს ძიების უნარები, სამუშაო ეთიკა და ქცევა, სამეწარმეო უნარები.
შეხვედრებს გაუძღვებიან გამოცდილი ახალგაზრდული მუშაკები და ტრენერები.
პროექტის განხორციელებას ა(ა)იპ „ახალგაზრდული ჰორიზონტი“ უზრუნველყოფს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა