|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი განათლების რეფორმას იწონებს

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი „ქართული ოცნების“ განათლების რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს უნივერსიტეტებში ფაკულტეტებსა და მისაღებიი სტუდენტების რაოდენობას, დადებითად აფასებს. ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა. 

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა განხცადებაში, რომელსაც კომენტარების ველი გათიშული აქვს, კმაყოფილებას ვერ მალავს „შრომის ბაზრის“ ანალიზსა და კვლევებზე დაფუძნებული რეფორმის მიმართ.

„განათლების რეფორმა თანამედროვე უნივერსიტეტების განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. განათლების რეფორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქმნის საფუძველს ინსტიტუციური მდგრადობის, ხარისხის ზრდისა და წარმატებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებისთვის. სწორად დაგეგმილი და თანმიმდევრულად განხორციელებული რეფორმები უნივერსიტეტს აქცევს არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევითი და რეგიონული განვითარების სტრატეგიულ ცენტრად", - წერია წერთლის უნივერსიტეტის განცხადებაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა