|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ალუდა გოგლიჩიძე ქუთაისელებს აღიარება-მოხმობის კამპანიაში იწვევს

„შენების მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ მოსახლეობას აღიარება-მოხმობის  კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა. კამპანია „პროფესიონალიზმის დროა“  პროფესიონალი ქუთაისელების პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას გულისხმობს.
გოგლიჩიძის თქმით, ამ კამპანიით საზოგადოებაში გავრცელებულ ნიჰილიზმს უპირისპირდება.
„ჩვენი ამოცანაა, პროფესიონალების ჩართვა პოლიტიკაში, ქალაქის მართვის პროცესებში სხვადასხვა დონეზე და ძალიან ღრმად გვწამს, რომ საზოგადოებაში არსებობს საკმარისი ინტელექტუალური და სამოქალაქო რესურსი, ვისაც გული შეტკივა საკუთარ ქალაქზე, ქუჩაზე, უბანზე და სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს შენების პროცესში”, - განაცხადა გოგლიჩიძემ. 

კამპანიაში ჩართვა მსურველებს რეგისტრაციის გავლა ინტერნეტის დახმარებით შეუძლიათ.

 შეგახსენეთ, ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, ის ქუთაისის აქტიურ პოლიტიკაში მერის სტატუსის გარეშეც დარჩება

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე