|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის მედია" მედიამენეჯერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

 "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ აქციაზე 4 ტელევიზიის მედიამენეჯერმა ერთობლივი  განცხადება გააკეთა.

 მათ მოქალაქეებს დღეს,  18 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე მოსვლისაკენ მოუწოდა. 

„ამ ქვეყნის მთვარი მამოძრავებელი ძალა  არის მედია.  თუ რამე გაგიჭირდებოდათ, თქვენ რეკავდით მედიაში და ჩვენ გეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო, დღეს ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება.  

დღეს მივიღებთ პასუხს, გჭირდებით თქვენ მედია საერთოდ თუ არა“, - განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია კავკასიის წარმომადგენლის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ამ რაოდენობის პოლიცია რომ ყოფილიყო შეკრებილი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე, რამდენიც ქართული ოცნების ოფისთან არის მობილიზებული, დღეს ლექსო ლაშქარავა ცოცხალი იქნებოდა.  

„5 ივლისს რომ ასე ყოფილიყო პოლიცია ცოცხალ კედლად აღმართული,  დღეს ლექსო ლაშქარავა იქნებოდა ცოცხალი.

ქართულ ოცნებაში თუ ვინმე დარჩა, ვისაც არ უნდა ამ ძალადობასთან და სისხლთან ასოცირება, დღესვე უნდა თქვას, შემდეგ იქნება გვიანი“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მედიამენეჯერემა სოლიდარობისაკენ სახელისუფლებო  ტელეკომპანიების წარმომადგენლებსაც მოუწოდა.

 მედიამენეჯერები ერთობლივ განცხადებაში მომხდარზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ და მის გადადგომას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით აქცია დღეს, რუსთაველზე 18 საათზე დაიწყება.

ავტორი: ნიუპრესი