|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება - კობახიძე რუსეთისათვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნაზე

ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება - ამის შეახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ  პარტია „ლელოს“ ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად,  საქართველომ რუსეთის მოქალაქეებს  სავიზო რეჟიმი უნდა დაუწესოს.

კობახიძის თქმით,  ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშნელოვანი მიმართულებაა.

"ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება. ჯამში რაც შემოვიდა თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა