|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამბავი ქალზე" – პროგრამა მხოლოდ ქალბატონებისთვის

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" პროგრამას იწყებს სახელწოდებით - "ამბავი ქალზე".

RICDOG გენერალური მდივანის, გვანცა თოთაძის განცხადებით,  პროგრამის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ქალბატონების მოტივირება, იყვნენ ადგილობრივ და ქვეყნის დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულნი.

"გვინდა შევქმნათ ალტერნატიული სივრცე ქალბატონებისთვის, რომლებიც არიან დიასახლისები. ჩვენ გვინდა კომფორტული ზონიდან გამოვიყვანოთ დედები და ჩავრთოთ აქტიურ ცხოვრებაში. გვინდა იყოს მეტი აქტიური ქალბატონი ჩვენს ირგვლივ. დასწრება შეხვედრებზე თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დასწრება", – განაცხადა  გვანცა თოთაძემ.

მისი თქმით, შეხვედრებს ექნება  „Storytelling”–ის ფორმატი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ტექსტის ორიგინალურობასა და თავისთავად აუცილებელ გამართულობას, არამედ სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების (ვიზუალიზაციების, აუდიო სლაიდშოუებისა და ა.შ.) გამოყენებას.

შეხვედრებს ეყოლება მუდმივი სპიკერი ნათია გუდავა. ის მონაწილეობდა 2014 წლის არჩევნებში, როგორც  დამოუკიდებელი კანდიდატი. ამ ეტაპზე მუშაობს ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში, არის ტრენერი და კოორდინატორი.

შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ, შაბათ დღეს, 12:00 საათზე ჩატარდება. პირველი შეხვედრა 12 ნოემბერს ჩაინიშნა თემაზე: "პოლიტიკური არჩევანი და პერსონალური დამოუკიდებლობა".

შეხვედრები RICDOG ოფისში, კუპრაძის 7 ნომერში ჩატარდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა