|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქალაქში მტერმა შემოიყვანა მხოლოდ 400-500 -მდე ასკერი"

ბათომი უკვე თათრების ხელშია, იმათ მთელი ქალაქი 2 აპრილს ჩაიბარეს - "ნიუპრესი" აგრძელებს რუბრიკას, სადაც საუკუნის წინ ქუთაისის პრესაში დაბეჭდილ ამბებს გაცნობთ.

 პირველი მსოფლიო ომი, ბათუმში ოსმალეთის ჯარის შემოსვლა, -ეს არის ამბები, რომლებიც წინ უსწრებდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

"ქალაქში მტერმა შემოიყვანა მხოლოდ 400-500 -მდე ასკერი, აჭარლები ქალაქში არ შემოუშვეს, რადგან მშვიდობიან მცხოვრებთა შორის არევ-დარევას გამოიწვევდნენ. იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც ბათომიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს, ყველას იარაღი დააყრევინეს, სამხედრო ტყვეებად გამოაცხადეს და ტრაპზონისაკენ  გაგზავნეს",-წერს გაზეთი. 

"იმერეთის სოფლებში დიდი აღელვება გამოიწვია თათრების შემოსევამ. ადგილობრივ მთავრობას სოფლის საზოგადოებებისგან წარმომადგენლებისგან უგზავნიან და აცხადებენ, რომ სოფლის ხალხი მზად არის თავდაცვისთვის თათრებთან საბრძოლველად. 

 

 

ცუდი ამბები მოდის ახალციხიდან.

გაზეთი ბეჭდავს საქართველოს ეროვნული საბჭოსადმი გაგზავნილ წერილს- ახალციხესთან ახლოს მაჰმადიანებმა დაატყვევეს ქართველი მეომრები.

ქვეყანამ მობილიზაცია გამოაცხადა- "ოსმალთა ჯარები არ სცხრებიან და მოიწევენ ჩვენში. დემოკრატია მოვალეა პასუხიო გასცეს შემოსეულ მტერს და ამ მიზნით მობილიზაცია უქნას მთელს თავის ძალებს".

 ქუთაისის გუბერნიის კომისარიც სწორედ ამიტომ აცხადებს მობილიზაციას. 

 

 შეგახსებეთ, 1918 წელს , პირველი მსოფლიო ომის დასასრულს,  რუსეთსა და გერმანიას შორის 3 მარტს  დადებული ზავის თანახმად, რუსეთი ბათუმს თურქეთს გადასცემდა. ამ მოთხოვნას ამიერკავკასია არ შეეგუა და გაჩაღდა ბრძოლები ბათუმისათვის.

ამ დროს ქვეყანას ჯერ კიდევ ამიერკავკასიის კომისარიატი მართავდა.  საქართველო გერმანიის რჩევით, დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის ემზადებოდა, რაც მას რუსეთის მიერ აღებული პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლებვდა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე