|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გამოძიების ვერსიით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულები ბრალს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დ

ავტორი: ნიუპრესი