|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბროლაურში ახალი პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ პრეზენტაცია გაიმართა

ამბროლაურში, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ მთავრობის ახალი პროექტის „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ პრეზენტაცია გაიმართა.

„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ - ეს არის საქართველოს მთავრობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს, ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს დეტალური ინფორმაცია მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. პრეზენტაციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. პრეზენტაცია წარადგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

ღონისძიებას დაესწრნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მოქმედი და პოტენციური ბენეფიციარები. პროექტი ითვალისწინებს ერთიანი სივრცეების შექმნას საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში. ერთიან სივრცეებში მოქალაქეები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ბიზნესის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს ან სამომავლოდ განხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ბიზნესის სტიმულირების 20 პროგრამის შესახებ დისტანციურად, ან ადგილზე ისარგებლებენ ინფრასტრუქტურით და შეძლებენ, შეავსონ განაცხადები. ამისთვის სერვის ცენტრებში მათ სპეციალურად გადამზადებული კვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან. პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოს და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - programs.gov.ge, სადაც მომხმარებელი შეძლებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმების და განაცხადის შევსების შესახებ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა