|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბროლაურში კარანტინი გამოცხადდა - 3 ძაღლს ცოფი დაუდასტურდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიქსირდება ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა, - ინფორმაცია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გაავრცელა. 

 ვირუსი ძაღლებს დაუდასტურდათ.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას, საკარანტინო პერიოდში საჭიროა მათი იზოლირება.

მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა.

აღნიშნულიდან გამომდინარე,  არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი", - წერია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა