ამბროლაურში ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დიდი რაოდენობით მეწყრული მასა მიედინება
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესი განვითარდა. ქალაქში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დიდი რაოდენობით თხევადი მასა მიედინება.
ამბროლაურის მერის ინფორმაციით, მიმდებარედ ტერიტორია დაუსახლებელია და ჯერჯერობით ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურის და სავაჭრო ობიქტების მფლობელები გააფრთხილეს.
ადგილზე დილიდან სპეცილისტებს ელოდებიან, მოხდება გამოკვლევა. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია მასის ჩამოსვლა, შესაძლოა, ის წლების წინ, მიწისძვრის დროს გაუჩინარებულმა გამდინარე წყალმა განაპირობა. ადგილზე ხვალ გეოლოგებს ელოდებიან, რომლებიც ტერიტორიას შეისწავლიან.
შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოებისათვის სამართალდამცავები მორიგეობენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი