მიხეილ სააკაშვილს დღეს ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი და გაერო-ს ექსპერტი მოინახულებენ
ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს, - ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.
ადვოკატის თქმით, ექსპერტის სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში.
"თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიაში“ შეიკრიბება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი და გარკვეულ რეზიუმეს გააკეთებს“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძის თქმით, დღესვე სააკაშვილს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა