საერთაშორისო კონკურსის ქუთაისელი ლაურეატი ამერიკაში გაემგზავრა
ქუთაისელი მევიოლინე ანი ანიკიძე ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
12 წლის მუსიკოსი წელს გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „AMERIKAN PROTÉGÉ” მეორე პრემიის ლაურეატი გახდა და კარნეგი ჰოლში გალა კონცერტზეც მიიწვიეს.
როგორც გამგზავრებამდე წინ მუსიკოსის დედამ ნიუპრესს განუცხადა, ამერიკაში 10 ივლისამდე დარჩებიან.
კონცერტზე ანი ანიკიძე დიმიტრი კაბალევსკის სავიოლინო ნომრებს შეასრულებს.
ანი ანიკიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეა. 12 წლის გოგონა მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე და ნიკო ნიკოლაძის სკოლის მუსიკალური ბენდის წევრია.
პატარა მევიოლინეს შესახებ და მის სამოქმედო გეგმებზე ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა