ან დავმარცხდებით ყველანი, ან დამარცხდება "ქართული ოცნების" რეჟიმი - ნიკა მელია
ან დავმარცხდებით ყველანი, ან დამარცხდება "ქართული ოცნების" რეჟიმი, ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადოს.
"ორ გამოსავალს ვხედავ აქედან, ერთი - ადგეს უნდა ქართული ოცნება და მე კი არა, რომელიმე პოლიტიკოსს კი არა, ქვეყანას მოუხადონ ბოდიში და მივიღებთ ამ ბოდიშს. მეორე გამოსავალია ახალი არჩევნები, არ არსებობს მესამე.
აქ ან დავმარცხდებით ჩვენ, ყველანი, ან დამარცხდება ქართული ოცნების ეს რეჟიმი, მესამე გამოსავალი არ იქნება უბრალოდ", -განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, უკან დახევას არ აპირებს, რადგან სრულიად უდანაშაულოა და მისი საქმე სტრასბურგამდე თუ მივიდა, აუცილებლად გამართლდება.
"დავდექით ორი არჩევანის წინაშე, ან თავისუფლება და ქართული ეროვნული მოძრაობა, ან საბჭოთა ბნელეთი, რომლის ფანტომი მოგვევლინა გავრილოვის სახით", -განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, ხელისუფლება ნიკა მელიას დაჭერით 20 ივნისის საქმის გამო ემუქრება. აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის შეფასებით, პარლამენტმა იმუნიტეტი ანტირუსული მოძრაობის ლიდერს მოუხსნა.
ავტორი: ნიუპრესი